Belive

რებიჩი და კრუნიჩი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ტეოს ტესტმა მცდარი პასუხი აჩვენა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მილანის" ფეხბურთელები, ანტე რებიჩი და რადე კრუნიჩი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ტეო ერნანდესს კი PCR ტესტმა მცდარი პასუხი აჩვენა - იუწყება მილანური კლუბის ოფიციალური საიტი.

"მილანის" საიტზე დაყრდნობით, შეგვიძლია გაცნობოთ, რომ ბოსნიელი, ხორვატი და ფრანგი ფეხბურთელები ვარჯიშს უკვე შეუდგნენ და მომავალ მატჩებში დაეხმარებიან, რომელსაც "მილანი" "ატალანტასთან" 23 იანვარს გამართავს. შეგახსენებთ, რომ მილანური კლუბი სერია ა-ს 18 ტურის შემდეგ 43 ქულით ლიდერობს.

სხვა სტატიები