Belive

რებიჩმა იგუაინი და ბერნანდესკი გააკრიტიკა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" ხორვატმა შემტევმა ანტე რებიჩმა გონსალო იგუაინზე და ფედერიკო ბერნანდესკიზე ისაუბრა. რებიჩის აზრით იგუაინი და ბერნანდესკი არიან ფეხბურთელები, რომლებიც ხშირად მიმართავენ სიმულაციას. -"მე არ მიყვარს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც გონსალო და ფედერიკო არიან. ისინი ფიზიკურად ძლიერები და დიდები არიან. ერთი შეხედვით მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ როდესაც ვინმე ოდნავ ეხება, იმ წამსვე ძირს ეცემიან და სიმულირებენ. ჩემთვის ეს ყველაფერი მიუღებელია." მსოფლიოს ვიცე ჩემპიონმა ასევე გაიხსენა "მილანისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება. -"იგუაინს რაღაც ვუთხარი და ამ დროს შესნიმ დამიყვირა რომ 2:0-ს ვაგებდით და არ გავბრაზებულიყავი" -"არაფერი ვუპასუხე, რადგან შესნი იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც მე ვერასდროს გამიგებენ." შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხორვატ ფეხბურთელს 26 ჩატარებულ შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები