Belive

რეინა: "კორონავირუსის სიმპტომები მქონდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური "მილანის" ფეხბურთელის, ამჟამად "ასტონ ვილაში" განათხოვრებული პეპე რეინას განცხადებით, მან უკანასკნელი დღეების განმავლობაში კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, თუმცა ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
"მქონდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მშრალი ხველა, სიცხე, მიჭირდა სუნთქვა. საბედნიეროდ, ახლა კარგად ვარ. იტალიაში, ესპანეთსა და ინგლისში განვითარებულ მოვლენებს რეგულარულად ვადევნებ თვალს. ჩემი აზრით, რაც უფრო სერიოზულად მივუდგებით კორონავირუსის პრევენციისთვის გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს, მით უფრო მალე დავამარცხებთ ამ ვირუსს. მთავარია, რომ თვითიზოლაციის საკითხი სერიოზულად გავიაზროთ," განაცხადა ესპანელმა მეკარემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით არაერთი ცნობილი სპორტსმენი არის დაინფიცირებული, მათ შორის არიან პაოლო მალდინი, კევინ დურანტი, პაოლო დიბალა, ბლეზ მატუიდი და სხვები.    

სხვა სტატიები