Belive

რეინგოლდი: "ვიცოდი, რომ ანანიძისგან ფეხბურთელი არ დადგებოდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა და მოსკოვის "სპარტაკის" ლეგენდამ, ვალერი რეინგოლდმა, ჯანო ანანიძის თაობაზე საკმაოდ ნეგატიური კომენტარი გააკეთა. 77 წლის რეინგოლდის მტკიცებით, მან იცოდა, რომ ჯანო ანანიძე მაღალი დონის ფეხბურთის თამაშს ვერ შეძლებდა. "ანანიძეს კარგი თვისებები აქვს, ის ტექნიკურია, თუმცა დაბალი სისწრაფის და თავგანწირვის გარეშე თამაშის ფონზე, ვის რაში სჭირდება მისი ტექნიკა? როდესაც იგი საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს მაღლა თამაშობდა, ასეთ შემთხვევებში ზოგჯერ რაღაც ნამდვილად გამოსდიოდა. თუმცა ზუსტად რომ, "ხანდახან გამოსდიოდა." როდესაც ეს ბიჭი პირველად დავინახე, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მისგან ფეხბურთელი არ დადგებოდა. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს - ანანიძეს არ აქვს ხასიათი, ანანიძე არ არის მებრძოლი. არ არის საჭირო არანაირი სხვა მიზეზის გამოგონება. მიზეზები არასწორ დატვირთვებში, ტრავმებსა და არასწორ სარეაბილიტაციო პროცესებში ნამდვილად არ უნდა ვეძიოთ. ნამდვილმა პროფესიონალმა საკუთარი ორგანიზმის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს. როგორც ჩანს ანანიძე მოყვარულია და არა პროფესიონალი. ასეთი ადამიანები აფორმებენ კონტრაქტებს, იღებენ მაღალ ანაზღაურებას და შემდეგ მშვიდად ასრულებენ კარიერას", - აღნიშნა ვალერი რეინგოლდმა. ცნობილია, რომ ჯანო ანანიძის იჯარის წესით აყვანა თურქულ "დენიზლისპორს" სურს. რუსული მედიის ცნობით, შეთანხმება უკვე შედგა, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა.

სხვა სტატიები