Belive

" რეინჯერსი კარგი გუნდია, ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ"- იურგენ კლოპი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში ინგლისელები "აიაქსს" დაუპირისპირდნენ და 2:1 იმარჯვეს. აღნიშნული მატჩის ბედი მატიპმა 89-ე წუთზე გატანილი გოლით გადაწყვიტა. ამჟამად მერსისაიდელები A ჯგუფში მეორე ადგილზე სამი ქულით იმყოფებიან.

დღეს ისინი საკუთარ კედლებში "რეინჯერსს" დაუპირისპირდებიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ გუნდი უნდა დაუბრუბდეს იმ სათამაშო ტაქტიკას, რომელსაც წინა სეზონში იყენებდნენ. გერმანელმა სპეციალისტმა აღიარა, რომ "რეინჯერსთან" მატჩის წინ "ლივერპულს" ბევრ ასპექტში სჭირდება გაუმჯობესება.

"ბრაიტონის" თამაში რომ მოგვეგო, სხვა შეგრძნება იქნებოდა, მაგრამ პრობლემები კვლავ იგივე დარჩება. "რეინჯერსთან" ყველაფერი უკეთესად უნდა გავაკეთოთ. წინა წელსაც გვქონდა მსგავსი პრობლემები, თუმცა, გამოსავალი მაინც გამოვნახეთ. სწორედ ამას ვაპირებთ ახლაც."

"ლივერპულის" დაცვა ამ სეზონში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. გუნდმა კარის მშრალად შენახვა, ყველა ტურნირის მასშტაბით, მხოლოდ ორ შეხვედრაში მოახერხა.

"თითქმის ერთნაირი გოლები გავუშვით ყველა მეტოქესთან. აშკარაა, რომ დაცვაში პრობლემები გვაქვს. ჩვენ გვჭირდება ინტენსივობა და თუ ამას არ გავაკეთებთ პრობლემები გაგრძელდება."

რაც შეეხება დღევანდელ მეტოქეებს, კლოპმა აღიარა, რომ "ლივერპულს" მძიმე გამოცდის ჩაბარება მოუწევს იმ გუნდის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიელებმა გასულ წელს ევროპა ლიგის ფინალში ითამაშეს, მათ ჩემპიონთა ლიგზა ქულები ჯერ კიდევ არ მოუპოვებიათ.

"რეინჯერსი" კარგად გაწვრთნილი გუნდია. მათ გასულ წელს არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდათ. სწორედ ამიტომ ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ. ჩვენ საკმაოდ რთლ ბრძოლას ველით."

სხვა სტატიები