Belive

რეინჯერსი : სელტიკი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიო ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო დერბის მოლოდინშია. შოტლანდიის "პრემიერშიპის" 21-ე ტურში გლაზგოს "რეინჯერსი" გლაზგოს "სელტიკს" მასპინძლობს. სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, დაძაბულობამ პიკს უნდა მიაღწიოს. "სელტიკი" 42 ქულით პირველ ადგილს იკავებს, ხოლო "რეინჯერსს" 39 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა. მცირე უპირატესობა "სელტიკს" აქვს, რადგან გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, შესაბამისად პოტენციურად 6 ქულით წინ არის თავის მოსისხლე მტერზე. "სელტიკი" მიმდინარე სეზონში, ისევე როგორც მუდმივად სხვა სეზონებში, "პრემიერშიპის" მოგების მთავარი კანდიდატია. მიმდინარე სეზონში გუნდმა 19 თამაში ჩაატარა. აქედან 13 მოიგო, 3 წააგო, ხოლო 3 ფრედ დაასრულა. გაიტანა 46 და გაუშვა 13 ბურთი. ბოლო 5 შეხვედრაში "სელტიკმა" 4 მოიგო და ერთი დათმო. ბოლო ტურში 3:4 დაამარცხა "აბერდინი". მანამდე 3:0 მოუგო "დანდის". 3:0 დაამარცხა "მოზერვილი" და 5:1 გაანადგურა "კილმარნოკი". ერთი მარცხი კი "ჰიბერნიანთან" სტუმრად 2:0 იწვნია. რაც შეეხება რეინჯერსს. კლუბი მეორე პოზიციაზეა, 3 ქულით ჩამორჩება ზემოთ ხსენებულ "სელტიკს". 20 თამაში აქვს ნათამაშები და აქედან 11 მოიგო, 3 წააგო, ხოლო 6 ფრედ დაასრულა. გატანილი აქვს 42, ხოლო გაშვებული 16 ბურთი. ბოლო 5 თამაშში "რეინჯერსმა" 2 მოიგო, ხოლო 3 ფრედ დაასრულა. ბოლო ტურში გუნდმა "ჰიბერნიანსს" ვერ მოუგო. შეხვედრა ფრედ, 1:1 დამთავრდა. მანამდე 1:2 დაამარცხა "სენტ ჯოუსტონი". ფრედ, 0:0 ითამაშა ისევ "ჰიბერნიანთან". 1:0 დაამარცხა "ჰამილტონი", ხოლო მანამდე ვერ მოუგო "დანდის". ის დაპირისპირება 1:1 დასრულდა. "რეინჯერსი" და "სელტიკი" ერთმანეთს 414-ჯერ შეხვდნენ. აქედან 159 "რეინჯერსმა" მოიგო, 156 "სელტიკმა", ხოლო 99 თამაში ფრედ დასრულდა. "პრემიერშიპში" ბოლოს ეს გუნდები  ერთმანეთს 2 სექტემბერს შეხვდნენ. "სელტიკმა" საკუთარ "სელტიკ პარკზე" მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა "რეინჯერსი". მატჩი 29 დეკემბერს, თბილისის დროით 16:30-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები