Belive

რეინჯერსის ყოფილ ფეხბურთელს უკანასკნელი წუთების გატარება გულშემატკივართან სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გლაზგოს "რეინჯერსის" ყოფილი ფეხბურთელს, ფერნანდო რიკსენს, ურთულესი დაავადება, ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი აქვს დადგენილი. 42 წლის რიკსენს აღნიშნული დაავადება 2013 წელს დაუდგინდა, ახლა კი სამწუხაროდ, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს საავადმყოფოში ატარებს. რისკენის ოფიციალურ Twitter-ზე ვიდეომიმართვა გავრცელდა - თავად ფეხბურთელს საუბარი არ შეუძლია, თუმცა კომპიუტერის საშუალებით, მან გულშემატკივარს სიცოცხლის უკანასკნელი წამების ერთად გატარება სთხოვა. "გამარჯობა, 28-ში განსაკუთრებული ღამე იქნება. დროთა განმავლობაში ჩემი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესი ხდება, ასე რომ, ეს ჩემი უკანასკნელი ღამე იქნება. მოდით და შევქმნათ საღამო, რომელიც მოგონებებად დარჩება." 28 ივნისის საღამოს საქველმოქმედო ხასიათი ექნება - შეგროვებული ფული ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. ეს არის დაავადება, რომლის შედეგადაც, კუნთები მოძრაობას წყვეტენ. როგორც რიკსენი ამბობს, მისი მდგომარება დღითიდღე რთულდება. 28 ივნისს, მისი სიცოცხლე ევთანაზიით დასრულდება.