Belive

რეკორდმაისტერი იუბილარია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუნდი, მიუნხენის "ბაიერნი" იუბილარია. გერმანულ გრანდს 119 წელი შეუსრულდა.  "ბაიერნი" 1900 წელს დაარსდა. გუნდის მშობლიური სტადიონი "ალიანც არენაა", რომელიც 75 000 გულშემატკივარს იტევს. გუნდის პრეზიდენტი ული ჰიონესია. "ბაიერნი" გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. "ბუნდესლიგა" მიუნხენელებს 28-ჯერ აქვთ მოგებული. გერმანიის თასი კი 18-ჯერ. მიუნხენელებმა გერმანიის სუპერ თასის მოგება 7-ჯერ მოახერხეს. "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის თასი 5-ჯერ აწია. UEFA-ს თასის გამარჯვებული კი ერთხელ გახდა. UEFA-ს სუპერ თასს ერთხელ დაეუფლა. ასევე ერთხელ მოიგო FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. ევროპულ საკლუბო ტურნირებზე მიუნხენელებს სულ 455 მატჩი აქვთ ჩატარებული. აქედან 255 მოიგომ 101 ფრედ ითამაშა, ხოლო 99 წააგო.

სხვა სტატიები