რემსი პრემიერლიგაში ბრუნდება – უელსელი ყველაზე მაღალანაზღაურებადი იქნება 

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი აარონ რემსი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური გამოცემები ავრცელებენ და წერენ, რომ უელსელი ფეხბურთელის დამატებით დაინტერესებული “ნიუკასლ იუნაიტედია”.

29 წლის ფეხბურთელის დამატების შემთხვევაში, “კაჭკაჭები” მას ყოველკვირეული ხელფასის სახით 400 000 ევროს გადაუხდიან და ის ამ შემოსავლით კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი ისევე როგორც სხვა ბევრი მისი კოლეგამ 1 წლის წინ “ბებერ ქალბატონს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 35 შეხვედრაში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, თუმცა კლუბში ანდრეა პირლოს მისვლის შემდეგ, “ზებრებში” დიდი წმენდა იგეგმება და ახალბედა იტალიელის გეგმებში რემსი არ შედის.

(45)

რემსი პრემიერლიგაში ბრუნდება – უელსელი ყველაზე მაღალანაზღაურებადი იქნება 

სტატიის ავტორი
-