Belive

რემზი ცალი ფეხით იუვენტუსშია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი, აარონ რემზი დღეს ლონდონში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომელსაც ტურინის "იუვენტუსის" ექიმები დაესწრებიან და მათი დადებითი პასუხის შემთხვევაში "ბებერი ქალბატონი" რემზის კონტრაქტს გაუფორმებს, თუმცა უელსელი ფეხბურთელი იტალიაში ზაფხულში გადაბარგდება. შეგახსენებთ ეს სატრანსფერო საგა უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება და პრესაშიც უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, ერთ-ერთის მიხედვით კი რემზი რონალდუს შემდეგ "იუვენტუსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

სხვა სტატიები