Belive

რენატო სანჩესი კარიერას ფრანგულ გრანდში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რენატო სანჩესი კარიერას "პარის სენ-ჟერმენში" გააგრძელებს. 25 წლის ფეხბურთელი პარიზულ გრანდში "ლილიდან" €15 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა.

რენატო სანჩესმა საფეხბურთო კარიერა "ბენფიკაში" დაიწყო. მისი დებიუტი 2014 წელს "ბენფიკა ბ"-ს შემადგენლობაში შედგა, 2015 წლის ოქტომბერში კი, ძირითად გუნდში პირველი შეხვედრა ჩაატარა. პირველივე სეზონში მან პორტუგალიის ჩემპიონატი და პორტუგალიის თასი მოიგო. რენატუ სანჩესის დებიუტი საერთაშორისო დონეზე 2016 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატზე შედგა, როცა იგი 18 წლის იყო. რენატო გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე უთამაშია ოფიციალურ მატჩში პორტუგალიის შემადგენლობაში. აღნიშნულ ჩემპიონატზე პორტუგალია პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო სანჩესმა ერთი გოლის გაიტანაც შეძლო. გარდა ამისა, პორტუგალიელმა ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდის წოდება მიიღო.

სხვა სტატიები