Belive

რეშფორდი კვირაში £300,000-ს ითხოვს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული სპორტული მედიის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" მარკუს რეშფორდს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა რეშფორდი შეთავაზებით უკმაყოფილოა. 19 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება ამ მომენტისთვის £45,000-ს შეადგენს, რაც სხვა ფეხბურთელების ანაზღაურებას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ინგლისელი კვირაში £300,000-ს ითხოვს, რაზეც "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა არ თანხმდება. რეშფორდი გუნდის ძირითად შემადგენლობაში 2016 წელს, კრიზისულ პერიოდში გამოჩნდა, როდესაც გუნდის ძირითადი თავდამსხმელები ტრავმირებულები იყვნენ. მან მოლოდინი სრულიად გაამართლა, თუმცა დროთა განმავლობაში, მას უფრო და უფრო ნაკლები გოლი გააქვს. გასულ სეზონში, რეშფორდმა ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 13 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები