Belive

რეტრო კადრები | პაოლო მალდინი Vs. მარკ ოვერმარსი

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ევრო 2000 ერთ-ერთი გამორჩეული, სანახაობრივი ტურნირი იყო, რომელმაც გულშემატკივარს თავი არაერთი გამორჩეული მატჩით, ინდივიდუალური პერფორმანსითა და გოლით დაამახსოვრა. ტურნირზე ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობა, იმ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბის, ელვის სისწრაფით მორბენალი მარკ ოვერმარსისა და ელეგანტურად, მშვიდად და აუღელვებლად მოთამაშე პაოლო მალდინის დაპირისპირება იყო. ევრო 2000-ის ნახევარფინალში ერთმანეთს იტალისა და ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ჰოლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩში გოლი არ გასულა, იტალიელები კი ფინალში პენალტების სერიის მოგების შედეგად გავიდნენ. ოვერმარსი 2000 წელს ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებოდა და მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში იყო. მეტსაც გეტყვით, მის სანაცვლოდ კატალონიის "ბარსელონამ" 40 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც 2000 წლის სატრანსფერო ფასებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი თანხა იყო. თუმცა მალდინიმ მის წინააღმდეგ ფენომენალური მატჩი ჩაატარა და შედეგად, ნიდერლანდელმა სახიფათო მომენტის შექმნა ვერ შეძლო.

შემადგენლობა

ნიდერლანდები: ედვინ ვან დერ სარი; პოლ ბოსველტი, იაპ სტამი, ფრანკ დე ბური, ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი; ბუდივეინ ზენდენი, ედგარ დავიდსი, ფილიპ კოკუ; მარკ ოვერმარსი, დენის ბერგკამპი, პატრიკ კლუკივერტი. იტალია: ფრანჩესკო ტოლდო; პაოლო მალდინი, ფაბიო კანავარო, ალესანდრო ნესტა, მარკ იულიანო; ლუიჯი დე ბიაჯო, ჯალუკა ძამბროტა, დემეტრიო ალბერტინი, სტეფანო ფიორე; ფილიპო ინძაგი, ალესანდრო დელ პიერო.

იხილეთ ვიდეო

სხვა სტატიები