Belive

რიბერი კარიერას დასავლეთ აზიაში გააგრძელებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი კარიერას დასავლეთი აზიის ქვეყანაში გააგრძელებს. გერმანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ფეხბურთელი ყატარის ან საუდის არაბეთის კლუბში გადავა. Bild-ის თქმით, 36 წლის ვინგერმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, კონკრეტული კლუბი და დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ "ბაიერნის" ლეგენდამ "ალიანც არენა" გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. რიბერი მიუნხენში 2007 წლიდან თამაშობდა, რა დროშიც მან "ბაიერნის" მაისური 425-ჯერ მოირგო. ფრენკის ანგარიშზე 124 გოლი და 182 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები