Belive

რიბერი კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ნაკრების და "ბაიერნის" ლეგენდარული ფეხბურთელი - ფრენკ რიბერი ევროპულ კლუბში გადადის. მან ბაიერნთან კონტრაქტს ხელი აღარ მოაწერა და კლუბს იანვარში დატოვებს. 35 წლის ფრანგი ფეხბურთელი "ბაიერნში" 2007 წლიდან თამაშობს, სადაც 250 მატჩი ჩაატარა და 84 გოლი გაიტანა. "ბაიერნთან" გაწყვეტილი კონტრაქტის შემდეგ, 35 წლის ფრანგი ფეხბურთელით მრავალი ევროპული კლუბი დაინტერესდა, თუმცა ყველაზე რეალურია ის ფაქტი, რომ იგი თურქულ კლუბში, კერძოდ კი "გალათასარაიში" გადაბარგდება. თურქულ პრესაში უკვე იწერება, რომ ფრენკ რიბერი ძალიან მალე ოფიციალურად "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდება და თურქულ კლუბთან 1 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. შეგახსენებთ, რომ რიბერი "გალათასარაიში" 2005 წელს თამაშობდა, სადაც მან 14 მატჩი ჩაატარა და გოლის გატანა ვერ მოახერხა.

სხვა სტატიები