რიბერი პრემიერ ლიგაში?!

72
ნახვა

36 წლის ფრანგი გარემარბი ფრანკ რიბერი მიმდინარე სეზონის ბოლოს მიუნხენური გრანდიდან წავიდა. რიბერიმ “რეკორდმაისტერში” 12 წელი გაატარა, ის რომ 2018/19 წლების სეზონი მისთვის ბოლო იქნებოდა სიურპრიზი არავისთვის ყოფილა, თუმცა მისი მომდევნო სავარაუდო კლუბი “გალათასარაი” უნდა ყოფილიყო.

“შეფილდ იუნაიტედი” მომდევნო სეზონიდან პრემიერ ლიგაში იასპარეზებს, როგორც ჩანს გუნდის მესვეურებს შემადგენლობის შედარებით გაძლიერება სურთ, მაგრამ გუნდის ქომაგებისათვის რიბერი ნამდვილად მოულოდნელობა იქნება.

Kicker-ის ცნობით თავად ფრანკ რიბერის უფრო “დიდი” კლუბი სურს ვიდრე “შეფილდი”, თუმცა ალბათობა იმისა, რომ საბოლოოდ ფრანგი ვინგერი ინგლისურ კლუბში აღმოჩნდება საკმაოდ დიდია.

(72)

რიბერი პრემიერ ლიგაში?!

სტატიის ავტორი
-