Belive

რიბერი: "სანჩოს ადგილი ბაიერნში არ არის" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ ფრენკ რიბერიმ ახალგაზრდა ინგლისელი ტალანტის ჯადონ სანჩოს შესახებ ისაუბრა. "ფიორენტინაში" გადაბარგებულმა ფრანგმა ვეტერანმა თქვა, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" 19 წლის შემტევის ადგილი "რეკორდმაისტერში" არ არის. “სანჩო კარგი ფეხბურთელია, თუმცა "ბაიერნში" მის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. სად ითამაშებს ის? იქ სადაც მიულერი, გნაბრი, პერიშიჩი, კომანი, კოუტინიო და ლევანდოვსკი არიან? ეს სერიოზული კონკურენციაა. იმედი მაქვს, ინგლისელს კარგი სეზონი ექნება, მაგრამ მისი ადგილი "ბაიერნში" არ არის",-თქვა 36 წლის ფეხბურთელმა. სანჩო "ბორუსიაში" 2017 წელს, "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა, 66 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 30 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები