Belive

რიჩარლისონი: შემიძლია დავასახელო ვან დაიკზე უკეთესი 3 მცველი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ნაკრებისა და "ევერტონის" 23 წლის ცენტრფორვარდმა - რიჩარლისონმა საკმაოდ მწვავე და თამამი განაცხადი გააკეთა. კერძოდ კი, მან "ლივერპულის" და ჰოლანდიის ნაკრების მცველი ვირჯილ ვან დაიკი გააკრიტიკა და თქვა, რომ იგი ზედმეტად გაპიარებულია.

" ვირჯილზე ბევრად კარგი მცველები არიან მსოფლიოში, იგი უბრალოდ ძალიან გაპიარებულია და ნამდვილად კარგი სეზონები ჰქონდა, თუმცა მისი მოტყუება შეუძლებელი არ არის. მე შემიძლია დავასახელო მასზე უკეთესი 3 მცველი, ესენი არიან: მარკინიოსი ("პსჟ"), სერხიო რამოსი ("რეალი") და ტიაგო სილვა ("პსჟ")". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე მერსისაიდული დერბი შედგება, სადაც ერთამენთს "ევერტონი" და "ლივერპული" დაუპირისპიდებიან.

სხვა სტატიები