Belive

​"რიგითი რაიანი შემოგვიერთდა" - რეალ სოსიედადმა ავსტრალიელი მეკარე დაიმატა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ავსტრალიელი მეკარე, მეთ რაიანი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ლონდონის "არსენალის" ყოფილი გოლკიპერი ლა ლიგის ბინადარ, "რეალ სოსიედადს" შეუერთდა. 29 წლის კარის დარაჯმა, რომლის კონტრაქტიც "ბრაიტონის" საკუთრება გახლდათ და რომელიც "მეთოფეების' შემადგენლობაში 2021 წლის იანვარ-მაისში იჯარის წესით ირიცხებოდა, ბასკურ კლუბთან ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა, ხელი, რომელიც ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტსაც ითვალისწინებს. საინტერესოა, რომ ბასკებმა ახალი ფეხბურთელის დამატება საზოგადოებას საინტერესო მეთოდით ამცნეს. მათ ამისთვის, ჰოლივუდის ლეგენდარული კინოსურათი გამოიყენეს და სტივენ სპილბერგის საკულტო ნამუშევრის, "რიგითი რაიანის გადასარჩენად-ს" პოსტერზე ავსტრალიელი მეკარე გამოსახეს, წარწერით: "რიგითი რაიანი შემოგვიერთდა. მეთ რაიანი პოსტერზე მეთ დეიმონის პერსონაჟის ნაცვლადაა გამოსახული. მეთ რაიანს ლა ლიგაში აქამდეც უთამაშია. იგი "ბრაიტონს" 2017 წელს, სწორედ ესპანეთიდან, კერძოდ კი "ვალენსიადან" შეუერთდა, "ღამურებში" კი 2015 წელს, "ბრიუგედან" გადაბარგდა. 2020/21 წლების სეზონში, რაიანმა პრემიერ ლიგაში ორი გუნდის მაისურით ითამაშა და 14 შეხვედრა ჩაატარა, საიდან სამშიც გოლი არ გაუშვია, ევროპის ლიგაზე და ინგლისის ასოციაციის თასზე კი მას თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.

სხვა სტატიები