Belive

რიკარდო კუარეჟმამ თურქული კლუბი დატოვა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რიკარდო კუარეჟმამ "ქაზიმფაშა" დატოვა. ინფორმაციას თურქეთის სუპერლიგის ბინადარი კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა "ქაზიმფაშაში" გადასვლა შარშან ზაფხულში გადაწყვიტა და კლუბთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ როგორც ჩანს, ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ ისურვა. პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა მანამდე 4 სეზონი "ბეშიქთაშში" გაატარა, სადაც 2-ჯერ თურქეთის ჩემპიონი, ერთხელ კი თასის მფლობელი გახდა. 2010 წელს, 36 წლის ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი მილანის "ინტერის" შემადგენლობაში სერია A და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 6 წლის თავზე კი საკუთარ ყულაბას ევროპირველობაზე, ნაკრებთან ერთად გამარჯვებაც შემატა.

სხვა სტატიები