Belive

რიკარდუ კარვალიუ სამწვრთნელო საქმიანობას იწყებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსისა" და მადრიდის "რეალის" ყოფილი ცენტრალური მცველი, რიკარდუ კარვალიუ, სამწვრთნელო კარიერას იწყებს. პორტუგალიელი "მარსელში" ანდრე ვილაშ-ბოაშის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. 28 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, "მარსელი" ანდრე ვილაშ-ბოაშმა ჩაიბარა. 41 წლის სპეციალისტთან “მარსელმა” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ანდრე ვილაშ-ბოაში ახალგაზრდა და ამასთან, ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. იმედი გვაქვს, ის ჩვენს გუნდს ახალ ენერგიას შემატებს. მას აქვს თანამედროვე ხედვა და დარწმუნებულები ვართ, რომ მასთან ერთად წარმატებას მივაღწევთ,” აღნიშნა გუნდის გენერალურმა დირექტორმა, ჟაკ-ანრი ეირომ.

სხვა სტატიები