Belive

რიკი პუჩი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რიკი პუჩი ოფიციალურად "გალაქსის" რიგებში ითამასშებს. ფეხბურთელმა სამწლინახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდში 2025 წლამდე დარჩება.

ახალგაზრდა ესპანელზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გრეგ ვენიმ ისაუბრა:
"მოხარულები ვართ მისი ლოს-ანჯელესში ჩამოსვლით. რიკი ძალიან ტექნიკური და კარგად განათლებული ფეხბურთელი არის. ის თავისი ასაკისთვის წარმოუდგენელად გამოცდილი მოთამაშეა. რიკი შეუფერხებლად მოერგება ჩვენს ჯგუფს და სათამაშო სტილს."
22 წლის ფეხბურთელმა "ბარსელონას" პირველ გუნდთან ერთად 57 მატჩში ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. მან 2018/2019 წლების სეზონში ლა ლიგა და 2020/2021 წლების სეზონში კოპა დელ რეი მოიგო.  

სხვა სტატიები