Belive

რიკო ლუისი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რიკო ლუისი "მანჩესტერ სიტის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანია. გარდა ამისა, 17 წლის რიკო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა.

ბერიში დაბადებული ლუისი, რვა წლის ასაკიდან "სიტის" აკადემიაში ასპარეზობს. ახლაგაზრდულ გუნდში ნაჩვენები კარგი თამაშების შემდეგ, მას ძირითად გუნდშიც მიეცა შანსი. ლუისმა რამდენიმე შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მას შემდეგ, რაც "ქალაქელებმა" ჯგუფში ლიდერობა გაინაღდეს, პეპ გვარდიოლამ ლუისს ჩემპიონთა ლიგაზეც მისცა შანსი და შეხვედრა ძირითადიდან დააწყებინა. რიკომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე კარგი შეხვედრა ჩაატარა და ისტორიული გოლიც გაიტანა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის ემოციები ყველაფერზე მეტყველებდა. მას არც კი სჯეროდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა შეძლო. 17 წლისა და 346 დღის ლუისი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში გოლის გატანა შეძლო. მან ქარიმ ბენზემას შედეგი გააუმჯობესა.

"სიტიმ" ჯგუფური კამპანია, "სევილიასთან" გამარჯვებით დაასრულა და 1/8 ფინალში პირველი ადგილით გავიდა.

შეგახსენებთ, რომ 7 ნომებერს ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართება, სადაც 1/8 ფინალური წყვილების ვინაობა გაირკვევა.

სხვა სტატიები