Belive

რიკოთის უღელტეხილზე ვიტალი დარასელიას მემორიალი დაზიანებულია 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რიკოთის უღელტეხილზე მდებარე ვიტალი დარასელიას მემორიალი დაზიანებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უეფას მედია ოფიცერი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელი მამუკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ჩემმა მეგობარმა ანრი გაჩეჩილაძემ მომაწოდა ეს წუთია!!! ვიტალი დარასელიას მემორიალი დაუმტვრევიათ არაკაცებს მდინარე უბისასთან... მაისის დასაწყისში იყო ჩვეულებრივად, ზუგდიდისკენ რომ მივდიოდით... ახალი დამტვრეულია...", - წერს კვარაცხელია Facebook-ში. "დინამო თბილისის" ოქროს თაობის ლეგენდარული წარმომადგენელი, რომელმაც 1981 წლის 134 მაისს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და "დინამოს" უეფას თასების მფლობელთა თასის მოპოვებაში დაეხმარა, 1982 წლის 13 დეკემბერს, ზესტაფონთან, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მდინარე უბისას სანაპიროზე სამახსოვრო ქვა დგას, რომელზეც ფაიფურისგან დამზადებული ბურთი იყო დამაგრებული, რომელიც ამჟამად ასე გამოიყურება:
No description available.
No description available.

სხვა სტატიები