Belive

რიო ფერდინანდმა მანჩესტერ იუნაიტედის ის მოთამაშე დაასახელა, რომლის გარშემოც გუნდი უნდა შეიკრას

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მოთამაშე 42 წლის რიო ფერდინანდი სულშერს ურჩევს, რომ გუნდი სკოტ მაკტომინეის გარშემო ააშენოს. ფერდინანდი 24 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაშით ძალიან კმაყოფილია და თვლის, რომ ის არის ფეხბურთელი, რომლის გარშემოც სულშერს გუნდის აშენება შეუძლია. BT Sport-თან საუბრისას ფერდინანდმა განაცხადა:
"მაკტომინეიმ თავი მშვენივრად წარმოაჩინა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის თამაშისას მოედანზე გულწრფელია. მატჩის განმავლობაში მოედანს მშვენივრად ითვისებს, მნიშვნელოვან მომენტებში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას არ გაურბის, მას ის თვისებები აქვს, რაც კაპიტნისთვისაა საჭირო". "მას შეუძლია გუნდის საყრდენი და მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს წლების განმავლობაში". "ხანდახან საქმე მხოლოდ საფეხბურთო შესაძლებლობებში არაა, არის კიდევ რაღაც უფრო მეტი, ლიდერის თვისება საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისა და იმ მოთამაშედ ყოფნა, რომელსაც თანაგუნდელები გაჰყვებიან". "ის შეიძლება არ არის მოთამაშე, რომელსაც სხვადასხვა საფეხბურთო უნარებით შეეძლოს ხალხის გაკვირვება, მაგრამ მას აქვს თვისებები, რომლებიც თამაშში შემოაქვს, რასაც სხვა ფეხბურთელები ვერ აკეთებენ, ეს არის ინტენსიურობა და შრომა, სისწრაფე, ძალისხმევა და, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება".
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მაკტომინეიმ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.        

სხვა სტატიები