Belive

რის მიწერას აპირებდა ორიჯი კლოპისთვის 2 წლის წინ? 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" თავდამსხმელმა დივოკ ორიჯიმ 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, იურგენ კლოპისთვის შეტყობინების გაგზავნა დააპირა, რომლის შინაარსიც ბელგიელმა ფორვარდმა ახლახანს გაამჟღავნა. კიევში, მერსისაიდული გუნდის მადრიდის "რეალთან" მარცხს (1:3) ორიჯიმ დედასთან ერთად ეკრანზე უყურა, ვინაიდან იმ დროს გერმანულ "ვოლფსბურგში" იყო განათხოვრებული.
No description available.
"ყველაზე უცნაური ის არის, რომ ზუსტად მახსოვს რის მიწერას ვაპირებდი ფინალის დასრულების შემდეგ მწვრთნელისთვის. არ მინდოდა ბევრი სიტყვის გამოყენება და ამიტომ ის სტიკერი შევარჩიე, რომელიც გამხნევებასთან ასოცირდება, რათა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და დავწერე: "შემდეგ სეზონში ჩვენ დავბრუნდებით". ეს წერილი არასდროს გამიგზავნია და ამის შესახებ კლოპმა შესაძლოა არაფერი იცის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მე დავიჯერე, მომავალ სეზონში ჩვენ მართლაც ერთად დავბრუნდებოდით და ასეც მოხდა",-თქვა ორიჯიმ.
No description available.
ორიჯი, რომელიც გერმანელის გეგმებში თავდაპირველად არ შედიოდა, შარშანდელ სეზონში საკვანძო ფიგურა აღმოჩნდა და ჯერ "ბარსელონასთან" შემობრუნებული მატჩის გმირი, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლის ავტორი გახდა. ამჟამად, 24 წლის ფეხბურთელი "ლივერპულის" სრულფასოვანი წევრია.
No description available.

სხვა სტატიები