Belive

რიშარლისონი: "გამარჯვებას დიდ ბებიას ვუძღვნი... მისი სახელი აღარ მახსოვს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკას გამარჯვებულია: "სელესაომ" პერუ ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ტურნირი მეცხრედ მოიგო. მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი გოლის გატანა "ევერტონის" ფორვარდმა, რიშარლისონმა შეძლო და თამაშის დასრულების შემდეგ, ემოციები ჟურნალისტებს გაუზიარა. რიშარლისონის თქმით, მან გამარჯვება დიდ ბებიას მიუძღვნა, თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იყო მისი სახელი, ახალგაზრდა ფორვარდი დაიბნა. "არ მახსოვს! დამავიწყდა... არ ვიცი, ემოციების ქვეშ ვარ, ახლა ზეიმის დროა. აუცილებლად გეტყვით, თუ გამახსენდა."

ასევე იხილეთ: ემოციური კადრები – გაბრიელ ჟესუსმა გაძევების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა

სხვა სტატიები