Belive

რისი ეშინია ერლინგ ჰოლანდს? 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე საფეხბურთო სეზონის მთავარმა აღმოჩენამ ერლინგ ჰოლანდმა მისი ცხოვრების არასაფეხბურთო დეტალებზე ისაუბრა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ბავშვობის მოგონებები გაიხსენა. "შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არაფრის მეშინია, მაგრამ არა, გველები მაშინებს, მეტი არაფერი. ტრავმები? არა, რადგან ამაზე თუ ვიფიქრებთ ფეხბურთის თამაშს ვეღარ გავაგრძელებთ, დაზიანებისგან თავის არიდება თითქმის წარმოუდგენელია. ასეთი შემთხვევა ბავშვობაში მქონდა, როცა სიმაღლეში სწრაფად გავიზარდე და ამის გამო 4 თვის განმავლობაში თამაშს ვერ ვახერხებდი. ეს ძალიან მტკივნეული იყო. მძულს ის დრო. არაფერია იმაზე რთული, როცა მოედანზე გასვლას ვერ ახერხებ", - თქვა დორტმუნდის "ბორუსიას" ახალწვეულმა. ჰოლანდმა, რომელიც გერმანულ გრანდში 2020 წელს გადაბარგდა და 10 მატჩში უკვე 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

სხვა სტატიები