Belive

რივალდო: "ბარსელონამ შეცდომა დაუშვა - მესი უნდა გაეყიდათ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონას" ლეგენდარულმა მოთამაშემ რივალდომ ლეო მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბმა შეცდომა დაუშვა, როცა მესი ზაფხულში არ გაყიდა. ლეგენდარულ ბრაზილიელს მიაჩნია, რომ "ბარსელონამ" დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მესი არ გაყიდა, სანამ ამის შანსი ჰქონდათ. კატალონიური კლუბი მძიმე ფინანსურ კრიზისშია. "ბლაუგრანამ" რამდენიმე დღის წინ გასული წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კლუბის ვალი 1.2 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ მძიმე ფინანსური ვითარების ფონზე არგენტინელი სუპერვარსკვლავის მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მესი მალე თავისუფალი აგენტი გახდება და თუ გუნდის დატოვებას გადაწყვეტს, მის სანაცვლოდ "ბარსა" ვერაფერს მიიღებს.
" "ბარსელონას" არც კორონავირუსის პანდემიამდე ჰქონდა სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ 2020 წელს სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა და გარდა ლეო მესის კლუბიდან გარდაუვალი წასვლისა, "ბარსელონას" სხვა საკვანძო მოთამაშეებთან შელევაც შეიძლება მოუწიოს, რომ რაიმე შემოსავალი მიიღოს და ფინანსური მდგომარეობა ოდნავ მაინც გამოასწოროს". " კლუბის ხელმძღვანელობამ შეცდომა დაუშვა, როცა მესი არ გაყიდა, მათ ეს მანამ უნდა გეკეთებინათ, სანამ ლეოს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა. მათ მადრიდის "რეალის" მსგავსად მოქცევა მართებდათ, როცა კლუბმა რონალდუს სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ევრო მიიღო". " ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია, რომ ასეთი ნიჭიერი და ძვირფასი ფეხბურთელი, როგორიც მესია კლუბს უფასოდ დატოვებს, თანაც მაშინ, როცა "ბარსელონას" რთული ფინანსური მდგომარეობა აქვს",- განაცხადა რივალდომ.
   

სხვა სტატიები