Belive

რივალდო: "ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ნეიმარი სჭირდება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რივალდომ, საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კატალონიელებს წარმატების მისაღწევად "პარი სენ-ჟერმენიდან" ნეიმარის დაბრუნება სჭირდებათ. "ჩემი აზრით, ნეიმარი არის ის ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონას" სჭირდება. მას აქვს ყველა თვისება და უნარი, რომ გულშემატკივარის სიყვარული დაიბრუნოს და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს," აღნიშნა რივალდომ. ადრე გაკეთებულ განცხადებაში, რივალდომ ნეიმარი "ბარსელონას" დატოვებისთვის საჯაროდ გააკრიტიკა. ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა "ბარსელონა" 2017 წელს დატოვა - "პარი სენ-ჟერმენმა" მის სანაცვლოდ რეკორდული თანხა, 222 მილიონი ევრო გადაიხადა.

სხვა სტატიები