Belive

რივალდო ბართომეუს აკრიტიკებს და ბარსელონას პრობლემებზე საუბრობს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემატიკა "ბარსელონას" ამჟამინდელი არასახარბიელო სათამაშო დონეა, რომელსაც კრიტიკოსები აქტიურად განიხილავენ. ბოლო პერიოდში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თუ კლუბის თავკაცი კვლავ ბართომეუ იქნება მომდევნო სეზონიდან ლეო მესი გუნდს დატოვებდა, რამაც საკითხი კიდევ უფრო გაამძაფრა. "ბარსელონას" საკითხს ამჯერად ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი - რივალდო გამოეხმაურა.
"ზოგჯერ თქვენ გაქვთ უფლება აღშფოთდეთ მსაჯების ან VAR-ის გადაწყვეტილებებით, მაგრამ მე არ ვეთანხმები ბარსელონას პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუს პრეტენზიებს"  "ბართომეუ უბრალოდ ცდილობს, რომ მედიას ყურადღება გადაატანინოს ისეთ დეტალებზე, რომელიც კლუბის წარუმატებლობის საკითხს გადაფარავს"  "კატალონიელები ჯერ კიდევ იბძვიან ლა ლიგის მოსაგებად და ასევე ჩემპიონთა ლიგის ასპარეზზეც არიან, თუმცა დღევანდელი რეალობა ნამდვილად არაა მათთვის სახარბიელო"  "ბართომეუ ცდილობს, რომ საკუთარი გუნდის წარუმატებლობაში ნაცვლად საკუთარი თავისა და არასწორი მენეჯმენტისა, VAR-ი ან სხვა უმნიშვნელო დეტალი დაადანაშაულოს"  "დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონას" მთავარი პრობლემა არა VAR-ი, არამედ მათი თამაშის ხარისხია, რომელიც აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს და გახდეს ისეთი, როგორიც უყვარს, როგორც მათ ქომაგებს, ასევე მთელ მსოფლიოს", - აცხადევს რივალდო.  

სხვა სტატიები