Belive

რივალდო: "ეს მესის ბოლო სეზონია ბარსელონაში"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ყოფილი ფორვარდის რივალდოს აზრით, ხელმძღვანელები ვერ მოახერხებენ მესის დარწმუნებას, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. როგორც მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულში ლეოს "ბლაუგრანას" დატოვება სურდა, მაგრამ "ბარსას" მესვეურებმა მას უფასოდ წასვლის უფლება არ მისცეს.
"ბარსელონა" ფეხბურთელებს ხელფასის შემცირებაზე არაერთხელ მოელაპარაკა. გარდა ამისა, ანაზღაურების სერიოზულ ცვლილებებს ისინი კიდევ გეგმავდნენ, რაზეც მოთამაშეებისგან უარი მიიღეს. ეს კიდევ უფრო აძლიერებს იმ მოსაზრებას, რომ კლუბს მესისთან ახალი კონტრაქტზე შეთანხმების მიღწევა ძალიან გაუჭირდება. რა თქმა უნდა, ლეოს ექნება უკეთესი შემოთავაზებები სხვა გუნდებისგან. გასული სეზონის შემდეგ ის უკვე ცდილობდა წასვლას, თუმცა არ მგონია, რომ "ბარსა" არგენტინელის გადარწმუნებას მოახერხებს," - ამბობს რივალდო.

სხვა სტატიები