რივალდო: ნეიმარს ბარსელონა არ უნდა დაეტოვებინა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რივალდომ, მის თანამემამულე ნეიმართან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი აზრით, ნეიმარმა “ბარსელონას” დატოვებით ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო.

აქამდეც არაერთხელ მითქვამს – “ბარსელონას” დატოვება ცუდი გადაწყვეტილება იყო. მეორე მხრივ, ყველა ადამიანი თავად ირჩევს ცხოვრების გზას. ნეიმარი ჯერ 27 წლისაა და მას კატალონიაში დაბრუნება კერ კიდევ შეუძლია. ის დიდებული ფეხბურთელია და სავარაუდოდ, “ბარსელონაში” მისი დაბრუნებით გახარებულები იქნებიან,” აღნიშნა ბრაზილიელმა.

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბართომეუმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი არ გეგმავს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის დაბრუნებას: „ნეიმარმა დატოვა გუნდი და ჩვენ არც კი ვფიქრობთ მის უკან გადმოყვანას, ეს მისი არჩევანი იყო,“ განაცხადა ხომე მარია ბართომეუმ.

უფრო მეტიც, ბართომეუს თქმით, გუნდში ახლა დემბელეა, რომელიც მას ნეიმარს ურჩევნია: “დემბელე ჩემთვის ნეიმარზე უკეთესია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დემბელე ჩვენთანაა,” განაცხადა ბართომეუმ ერთ-ერთ ესპანურ გადაცემაში.

(1143)

რივალდო: ნეიმარს ბარსელონა არ უნდა დაეტოვებინა

სტატიის ავტორი
-