Belive

რივალდო: "რეალს ერიკსენი და პოგბა არ სჭირდება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არაერთმა გავლენიანმა სპორტულმა გამოცემამ პოლ პოგბა და კრისტიან ერიკსენი "რეალს" დაუკავშირა. სატრანსფერო სპეკულაციების ფონზე, ერიკსენისა და პოგბას "ბერნაბეუზე" გადასვლის შესაძლებლობას რივალდო გამოეხმაურა. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ კრისტიან ერიკსენი და პოლ პოგბა იდეალური ვარსკვლავები არიან, რომლებიც ნებისმიერ გუნდს მოერგებიან მაგრამ "რეალს" ეს ორი ვარსკვლავი არ სჭირდება. "პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "რეალი" ნახევარდაცვის გადახალისებას ერიკსენისა და პოგბას დამატებით ცდილობს. ორივე მათგანი შესანიშნავი ფეხბურთელია და ისინი "ბერნაბეუს" იდეალურად მოერგებიან - თუმცა "რეალს" გადახალისება არ სჭირდება. "ბლანკოსის" კრიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ "რეალი" პრე-სეზონზე ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერისა და ჩამშლელი ნახევარმცველის გარეშე ასპარეზობდა. კაზემირო მხოლოდ ახლა ბრუნდება და ის შეძლებს ნახევარდაცვის გაძლიერებას", - აღნიშნა რივალდომ.

სხვა სტატიები