Belive

რივალდომ ბარსელონას ნეიმარის თაობაზე რჩევა მისცა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რივალდომ კატალონიური გრანდის მესვეურებს ნეიმარის "კამპ ნოუზე" დაბრუნება ურჩია. ბრაზილიელი ლეგენდა მიიჩნევს, რომ ნეიმარმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც "ბარსელონა" დატოვა და ახლა კვლავ დაბრუნების დროა. "ყველაფერი ვიცით, რაც ნეიმარს შეემთხვა. მისი წასვლა არასწორი გადაწყვეტილება იყო, მას არ უნდა დაეტოვებინა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი. მიუხედავად ყველაფრისა, იგი მოწადინებულია რომ დაბრუნდეს. იმედი მაქვს "ბარსელონას" პრეზიდენტი და მმართველი ბორდი "პსჟ"-სთან საერთო ენას გამონახავს და ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნდება", - აღნიშნა რივალდომ.

სხვა სტატიები