Belive

რივერ პლეიტის ახალი მეთოდი - ფეხბურთელების მოძებნა WhatsApp-ით 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტიტულოვანმა არგენტინულმა კლუბმა "რივერ პლეიტმა" ახალი ფეხბურთელების დასამატებლად უჩვეულო ხერხს მიმართა. მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, მატჩებზე სკაუტების აქტიურად გაგზავნა შეუძლებელია, ბუენოს აირესულმა გუნდმა თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენა და WhatsApp-ის მეშვეობით ფეხბურთელების შერჩევა დაიწყო. "რივერ პლეიტმა" მომხმარებლებს მოუწოდა 5-წუთიანი ვიდეო გამოეგზავნათ, სადაც მათი სათამაშო უნარ-ჩვევები კარგად იქნებოდა წარმოჩენილი. კამპანია ძალიან პოპულარული გახდა და 75 დღეში კლუბმა 7 000-ზდე მეტი ვიდეო მიიღო, მათგან კი 40 საუკეთესო შეირჩა. "ამ პროექტზე 14 ადამიანი მუშაობს. შეხვედრები დასაქმების განყოფილების მთლიან გუნდთან ერთად ტარდება და გადაწყვეტილებას თითოეული წევრის რეაქციის შემდეგ ვიღებთ. ჩვენ ყველა ვიდეო განვიხილეთ და საუკეთესოები ავარჩიეთ. გადავწყვიტეთ, რომ ამ პროექტის ხელმძღვანელი ჩვენს გუნდში დარჩეს, რადგან მან უფრო მაღალი შედეგი გვაჩვენა, ვიდრე ველოდით. ვხედავთ, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს ჩვენთვის ბევრი საინტერესო რამის მოცემა შეუძლია", - თქვა კლუბის პრეზიდენტმა გუსტავო გროსიმ.

სხვა სტატიები