Belive

რობენი ფეხბურთში დაბრუნდა - ჰოლანდიელი მშობლიურ კლუბში ითამაშებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არიენ რობენმა უფეხბურთოდ დიდხანს ვერ გაძლო. ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი მოედანს უბრუნდება - 36 წლის შემტევი სამშობლოში ითამაშებს. მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ათიანი "გრონინგენში" ჩაირიცხა. რობენმა ერედივიზიონის ბინადარ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სიმბოლურია, რომ ჰოლანდიის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელის კარიერა სწორედ "გრონინგენში" ირიცხებოდა, სადაც ბავშვობიდან თამაშობდა და საიდანაც "პსვ ეინდჰოვენში", 18 წლის ასაკში გადაბარგდა. "ჩელსის", მადირიდის "რეალის" და "ბაიერნის" ყოფილ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში 607 შეხვედრაში 246 გოლი აქვს გატანილი და 164 საგოლე გადაცემა გაკეთებული. მის ანგარიშზე არაერთი მოგებული ტიტულია, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

სხვა სტატიები