Belive

რობენმა კარიერა დაასრულა - "ყველაზე რთული გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავმა, არიენ რობენმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 35 წლის რობენმა ერთ-ერთი ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. "გადავწყვიტე, რომ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დავასრულო. უდავოდ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მივიღე. ეს იყო მომენტი, როდესაც სურვილი ერთს მეუბნებოდა - ხოლო საჭიროება მეორეს მოითხოვდა", - აღნიშნა არიენ რობენმა. 2009 წელს, "რეკორდმაისტერში" გადასვლის შემდეგ, რობენმა 201 შეხვედრაში 99 გოლის გატანა და 62 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. "ბაიერნთან" ერთად, რობენმა 8-ჯერ მოიპოვა ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული, ასევე ერთხელ გახდა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგისა და UEFA-ს ევროპა ლიგის გამარჯვებული.

სხვა სტატიები