Belive

რობენმა კარიერა შესაძლოა იაპონიაში გააგრძელოს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, შესაძლოა მომავალ წელს კარიერა იაპონიაში გააგრძელოს. ცნობილია, რომ რობენი მიმდინარე სეზონის ბოლოს მიუნხენს დატოვებს და კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. იაპონური მედიის თანახმად, რობენმა "ტოკიოსგან" შეთავაზება უკვე მიიღო. 35 წლის რობენი "ბაიერნში" 10 წლის განმავლობაში თამაშობდა. მანამდე ჰოლანდიელმა "გრონინგენში," "ჩელსისა" და "რეალში" ითამაშა და საფეხბურთო ისტორიაში არაერთი გამორჩეული გოლის ავტორი გახდა.

ასევე იხილეთ: რობენის შემცვლელად მიუნხენში ფრანგ ვარსკვლავს ასახელებენ

სხვა სტატიები