Belive

რობენმა კოუტინიოს ტრანსფერი შეაფასა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნისა" და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმა, მიუნხენურ გრანდში ახლადგადასულ ფილიპე კოუტინიოსთან დაკავშირებით ისაუბრა. "კოუტინიო არის ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მას უბრალოდ დრო უნდა მივცეთ. დარწმუნებული ვარ, რომ იგი "ბაიერნს" არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარება," განაცხადა რობენმა. რობენმა ასევე ყოფილ თანაგუნდელზე, თომას მიულერზეც ისაუბრა: "მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. მიულერს საოცარი, უნიკალური თვისებები აქვს. ის არის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად ქმნის თავისუფალ ზონებს, ასევე გუნდს ნახევარდაცვასა და დაცვაში ეხმარება. ერთი სიტყვით, მიულერი უნივერსალური ფეხბურთელია," აღნიშნა რობენმა.

ასევე იხილეთ: შალკე 0:3 ბაიერნი (მიმოხილვა)

სხვა სტატიები