Belive

რობენმა თავისი ფავორიტი მწვრთნელი დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმა, რომელმაც კარიერა გასული სეზონის ბოლოს დაასრულა, თავისი ფავორიტი მწვრთნელი დაასახელა. რობენს ბევრ სახელოვან და ლეგენდარულ მწვრთნელთან უმუშავია. ლუის ვან გაალი, ჟოზე მოურინიო, პეპ გვარდიოლა, იუპ ჰაინკესი და სხვა.
"რთულია არჩევანის გაკეთება. ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია და ბევრი წარმატებაც გვქონია. თუ ერთის ამორჩევას მთხოვთ, მაშინ პეპ გვარდიოლას დავასახელებ. როდესაც ის გუნდში მოვიდა, მე 30 წლის ვიყავი. ჩემი კარიერა ნელ-ნელა ბოლოსკენ მიდიოდა, მაგრამ მის ხელში უკეთესი გავხდი. ოდნავ სხვა პოზიციაზე ვთამაშობდი, სადაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პროდუქტიული ვიქნებოდი. ის საუკეთესოა" - განაცხადა რობენმა.
შეგახსენებთ, რომ არიენ რობენი მიუნხენის "ბაიერნში" პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით 2013-2016 წლებში თამაშობდა.

სხვა სტატიები