Belive

რობერტ ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტურში ,,ბაიერნმა'' ,,აუგსბურგს'' უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. შეხვედრის 90-ე წუთზე წუთზე თავი რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინა. თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებულ 29 მატჩში 41 გოლი დაუგროვდა. შედეგად, 32 წლის ფორვარდმა გერდ მიულერის მიერ 1971/1972 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა -  პოლონელი ახლა ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ბუნდესლიგის ერთპიროვნული რეკორდსმენია. ლევანდოვსკის ანგარიშზე სულ გერმანიის უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 350 შეხვედრაში 277 გოლია.



 

სხვა სტატიები