Belive

რობერტ ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურში ,,ფრაიბურგმა'' ,,ბაიერნს'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში 26-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა. პოლონელს მიმდინარე სეზონში გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებულ 28 მატჩში 40 გოლი დაუგროვდა. შედეგად, 32 წლის თავდამსხმელმა გერდ მიულერის მიერ 1971/1972 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორა. ლევანდოვსკის ყველა დროის საუკეთესო შედეგის დასაფიქსირებლად კიდევ ერთი ტური დარჩა - 22 მაისს ,,ბაიერნი'' ,,აუგსბურგს'' უმასპინძლებს და იმ შემთხვევაში თუ პოლონელი თავს გამოიჩენს, ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ბუნდესლიგის ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება. ,,რეკორდმაისტერმა'' გერმანიის ჩემპიონობა 32-ე ტურში გაიფორმა. ფლიკის გუნდი ჩემპიონატს 75 ქულით ლიდერობს.



 

სხვა სტატიები