Belive

რობერტ ლევანდოვსკიმ Huawei-სთან, რომელიც რუსეთს ეხმარება, კონტრაქტი გაწყვიტა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ჩინურ კომპანია "ჰუავეისთან" სასპონსორო ხელშეკრულება შეწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია 33 წლის ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა. საქმე ისაა, რომ ჩინური კომპანია უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო აგრესიის დროს რუსეთის ფედერაციას ტექნიკური სახის მხარდაჭერას უცხადებს. Huawei-ს რუსებისთვის ელექტრონული აღჭურვილობა უნდა მიეწოდებინა და დახმარებოდა მათ დასავლელი ჰაკერების მიერ განხორციელებულ კიბერშეტევებთან ბრძოლაში. ლევანდოვსკიმ უკრაინას ბოლო დღეების განმავლობაში მხარდაჭერა არაერთი ფორმით გამოუცხადა, მათ შორის დაეთანხმა პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა რუსეთის წინააღმდეგ არ ჩაეტარებინათ.  

სხვა სტატიები