რობერტო ბაჯო იუბილარია! გავიხსენოთ ლეგენდარული იტალიელის კარიერა

ლეგენდარული იტალიელი შემტევი იუბილარია – რობერტო ბაჯო, რომელმაც გულშემატკივარს თავი საოცარი ტექნიკით და სანახაობრივი გოლებით დაამახსოვრა, 52 წლის გახდა.

ბაჯო უმეტესად მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა მას შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც ხშირად ნახავდით. ტექნიკურ, კრეატიულ მოთამაშეს ბურთის  დამორჩილება ნებისმიერ სიტუაციაში შეეძლო და ამასთან, გოლის გატანის შესანიშნავი ალღოთი გამოირჩეოდა.

ანდრეა პირლოს გადაცემა და ბაჯოს საოცარი ტექნიკის დემონსტრირება

 

ექსტრავაგანტული ვარცხნილობის გამო ბაჯოს “ღვთაოებრივ ცხენისკუდას” ეძახოდნენ. ტიფოზები მას აღმერთებდნენ, თუმცა მისი კარიერის შავი ლაქა სწორედ იტალიის ნაკრებს უკავშირდება: ბაჯომ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარა და ფინალში იტალიის ნაკრები სწორედ “ცხენისკუდას” მიერ გატანილი 5 გოლით გავიდა. პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმის შესრულება საკუთარ თავზე ბაჯომ აიღო, თუმცა ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა.

იხილეთ ბაჯოს პენალტი

(433)

სტატიის ავტორი
-