Belive

რობერტო კარლოსმა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა - რობერტო კარლოსმა, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. 47 წლის კარლოსმა აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ბრაზილიელ რონალდოს ვერ შეედრებიან. კარლოსის მტკიცებით, ბრაზილიელი რონალდო მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და რომ არა ტრავმები მისი კარიერა კიდევ უფრო ბრწყინვალე იქნებოდა. "მესი, რონალდუ და ნეიმარი მას ვერ შეედრებიან - მეორე რონალდო მსოფლიოს აღარ ეყოლება. რონალდო უნიკალურია. ჩვენს თაობაში გოლების გატანა ძალიან რთული იყო. თავდამსხმელებს გაცილებით უფრო მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდათ, მაგრამ რონალდოს ყველაფერი მარტივად გამოსდიოდა. რონალდო ფენომენალური იყო. ყველა თავდამსხმელს შორის, რომელიც ოდესმე მინახავს ის საუკეთესოა", - აღნიშნა რობერტო კარლოსმა.

სხვა სტატიები