რობერტო კარლოსმა საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელა

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდამ საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელა. რობერტო კარლოსის რჩეული, ბევრისათვის გასაკვირად ჯონ ტერი გახდა.

რობერტო კარლოსმა ინგლისის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ რამდენჯერმე ითამაშა, მათ შორის 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში, რომელიც ბრაზილიის გამარჯვებით დასრულდა. სხვადასხვა დროს, “რეალის” რიგებში კარლოსის თანაგუნდელები დევიდ ბექჰემი, სტივ მაკმანამანი, მაიკლ ოუენი და ჯონათან ვუდგეიტი იყვნენ.

რობერტო კარლოსი ინგლისური ფეხბურთისა და კულტურის დიდი გულშემატკივარია. ფავორიტის დასახელების დროს, კარლოსს ყოფილი თანაგუნდელები არ გახსენებია და საუკეთესო ინგლისელ ფეხბურთელად – საკლუბო დონეზე, UEFA-ს წლის საუკეთესო მცველის 3-გზის ტრიუმფატორი ჯონ ტერი დაასახელა.

“დიდებული კაპიტანი – ჯონ ტერი. რა თქმა უნდა ლამპარდი და ჯერარდი გასაოცარი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ტერი ყველასაგან გამორჩეულია”.

“ჩემთვის საოცნებო იყო “უემბლიზე” თამაში და ოცნება ამიხდა – ეს იყო დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევდა და ინგლისელი ფანებისგან უდიდესი პატივისცემა ვიგრძენი. ამ ყველაფრის დავიწყება შეუძლებელია”.

“ინგლისური ფეხბურთი ძალიან მიყვარს. გასაოცარია სტადიონებზე შექმნილი ატმოსფერო და ფეხბურთელების მაღალი დონე. ინგლისური ფეხბურთი უბრალოდ ინგლისური ფეხბურთია – პრემიერ ლიგა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია”, – აღნიშნა რობერტო კარლოსმა. 

(13)

რობერტო კარლოსმა საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელა

სტატიის ავტორი
-