რობერტო მარტინესი: აზარს რეალში ოქროს ბურთის მოგება შეუძლია

მიუხედავად იმისა, რომ ედენ აზარის კარიერა მადრიდის “რეალში” კარგად ვერ დაიწყო, მას ბელგიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მარტინესმა მხარი დაუჭირა და თქვა, რომ მადრიდულ კლუბში გადასვლა ბელგიელი ფეხბურთელის მხრიდან სრულიად სწორი გადაწყვეტილება იყო.

როგორც ბელგიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ამბობს, ედენ აზარს მადრიდულ კლუბში ოქროს ბურთის მოგების რეალური შანსი აქვს. ედენ აზარს ტრავმებმა ხელი შეუშალა და ჯერჯერობით მადრიდის “რეალში” მხოლოდ 15 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ რობერტო მარტინესი აზარისგან დიდ განვითარებას ელოდება.

“ზოგჯერ ფეხბურთელებს ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ უჭირთ ფორმაში შესვლა და გუნდთან შეთამაშება, თუმცა აზარის შემთხვევაში ასე არ არის. ედენი კარგად არის შეთამაშებული “რეალის” ფეხბურთელებთან, თუმცა მას ცუდად დაემთხვა ტრავმების თემა. 8 წლიანი ლონდონური კარიერის განმავლობაში, მან მხოლოდ 18 მატჩი გამოტოვა ტრავმების გამო, მადრიდის “რეალში” კი უკვე იმდენი მატჩი გამოტოვა, რომ მას ფორმაში შესვლა უჭირს. ვფიქრობ, რომ მადრიდული გრანდის გულშემატკივრები დარწმუნებულები არიან აზარის წარმატებაში. როგორც მან თავად განმიცხადა, იგი “რეალში” თავს კარგად გრძნობს და ძალიან ბედნიერია” – განაცხადა ბელგიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მარტინესმა.

(73)

რობერტო მარტინესი: აზარს რეალში ოქროს ბურთის მოგება შეუძლია

სტატიის ავტორი
-