Belive

რობერტო მარტინესი: "პროგრამა მინიმუმი ევროპის ჩემპიონატის მოგებაა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა თქვა, რომ მისი მიზანი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მოგებაა. 2018 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი თამასა გაცილებით მაღლა ავწიეთ და იგივე ევროპირველობაზეც უნდა გაგრძელდეს. პროგრამა მინიმუმი, რომლითაც მოახლოებულ ტურნირზე გავემგზავრებით, ევროპის ჩემპიონობა იქნება", - თქვა ესპანელმა. ჟურნალისტმა 46 წლის სპეციალისტს ჰკითხა სანაკრებო ფორუმის შემდეგ დარჩებოდა თუ არა ის დაკავებულ თანამდებობაზე, რაზე პასუხსაც მარტინესმა თავი აარიდა. მარტინესს "ბარსელონასა" და "არსენალს" უკავშირებდნენ, საიდანაც ერნესტო ვალვერდე და უნაი ემერი გაათავისუფლეს.

სხვა სტატიები