Belive

რობერტო მარტინესი: ,,რეალის ქომაგები სრულიად სხვა აზარს ნახავენ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, ედენ აზარზე ისაუბრა:
,,ედენ აზარისთვის კარიერაში საუკეთესო პერიოდია. მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით გაკვირვებული ვიყავი. რეალის გულშემატკივრები სრულიად სხვა აზარს ნახავენ. ის რეალში წარმატების მიღწევის სურვილითაა შეპყრობილი. ედენს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სურს, როცა გუნდში გყავს ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, ყველაფერი კარგადაა,'' - განაცხადა მარტინესმა.
აზარმა გასულ სეზონში ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები